გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის თხოვნით მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა

19-07-2021

შიდა რეისების სიხშირეთა სტიმულირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიასთან შეხვედრისას ნატახტარი - მესტიის შიდა რეისების სიხშირის კვირაში სამიდან ხუთამდე გაზრდის საკითხი დაისვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გაზარდა შიდა რეისების რაოდენობა მესტიის მიმართულებით და ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება. მისი თქმით, ასევე გაიზარდა სიხშირეთა რაოდენობა ბათუმის მიმართულებითაც. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის კერძო სექტორთან და მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930