გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ანსამბლ „ნართების“ კონცერტი გაიმართება

19-07-2021

მიმიდნარე წლის 23 ივლისს, 20:00 საათზე, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ განახლებული პროგრამით ბათუმში მაყურებლის წინაშე წარსდგება. კონცერტი ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

პროგრამა წარმოდგენილია ოსური, ქართული და აფხაზურიცეკვებით და სიმღერებით.
ანსამბლ „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გოგიტა თათულაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს ოკუპაციის პირობებში, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს და არ მიეცეს დავიწყებას ოსური ხალხური სიმღერები და ცეკვა:

„ჩვენს პროგრამაში წარმოდგენილია, როგორც ქართული, ასევე ოსურიხალხური ცეკვა-სიმღერა. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიზიაროს ის სითბო და სიყვარული, რომელიც აკავშირებს ორ ძმობილ ხალხს - ოსებს და ქართველებს. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს“.

„აჭარამ ქართულ კულტურას ბევრი შესძინა, დიდი წვლილი შეიტანა. აჭარა ჩემთვის არის ერთ-ერთი საყვარელი კუთხე, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ შევხვდეთ ჩვენ მეგობრებს, აჭარლებს, შევეგებოთ მათ ახალი კონცერტით. ძალაინ მიყვარს ბათუმი, ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს!“, - აცხადებს ანსამბლის კონსულტანტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ომარ ხუბაევი.

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ბათუმის საზოგადოება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930