გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ვფიქრობთ, წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამას შევათანხმებთ

19-07-2021

ვფიქრობთ, წლის ბოლოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამას შევათანხმებთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის ძირითად პუნქტებზე. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე. არსებული გამოწვევიდან გამომდინარე, ესაა მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხება და სტაბილურობის მიღწევა. ასევე, მთავარი საკითხია მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, იმ დღის წესრიგით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და რომელსაც სსფ-ის პროგრამასთან ერთად განვახორციელებთ. მათ შორისაა, სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31