გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

18-05-2018


გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ძმები - 20 და 22 წლის ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაშავებულები გორის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია ავადმყოფი ვანო ბალიაშვილი, 20 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის არეში მარცხნივ. დაზიანებული აქვს ფილტვი, დიაფრაგმა. ამ ეტაპზე ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“- განაცხადა ექიმმა.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031