23-07-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, თბილისში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კინტროლის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 20მ3ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.