გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

18-05-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს გ.ლ.-მ, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა მეუღლეს - თ.მ.-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031