გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: არასამთავრობოების ანგარიშებში რომლებიც ეხებოდა შესაძლო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, სავარაუდოდ, ეჭვის დონეზეა წარმოდგენილი

26-07-2021

„საგამოძიებო კომისიამ სხვადასხვა მიმართულებით მოიპოვა საკმაოდ მნიშნელოვანი ინფორმაციები და პარალელურად მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშების შესწავლა, რომელთა საჩივრებზე დაყრდნობითაც იქნა გადასათვლელი უბნები შერჩეული.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ გარკვეულ გარემოებებზე, რომლებიც ეხებოდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, შესაძლო ზეწოლასა და მუქარას და სხვა მიმდინარე ფაქტებს, ყველა შემთხვევაში ეს ყველაფერი წარმოდგენილია სავარაუდოდ, ეჭვის დონეზე და ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, როდესაც ისინი ჩვენ მოვიწვიეთ კომისიაზე და მათგან მივიღეთ ახსნა-განმარტებები. მათ განაცხადეს, რომ მტკიცებით რეჟიმში მათ არ შეუძლიათ მსჯელობა და ეს არის მათი ეჭვი და ვარაუდი, რომ შესაძლოა მომხდარიყო გარკვეული დარღვევები ამ მიმართულებით",-ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ" დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ მყისიერ რეაგირებაზე იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები.

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ რეაგირება იმ ქმედებებზე, რომელშიც შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იყო მყისიერი. 61 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და 119 შემთხვევაში პროკურატურის მიერ",-განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930