გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალუდა ღუდუშაური: დღეს იურიდიულად დაესვა წერტილი მათ ტყუილს და სიცრუეს

26-07-2021

„მე ვარ ამაყი, რომ კომისიაში ბატონ გივი მიქანაძესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და საზოგადოებამ იცის, ახლა უკვე იურიდიულად, თუ როგორი უსუსური და მატყუარაა ოპოზიცია. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგა ისტორიული, მართლაც უპრეცენდენტო ნაბიჯი და ოპოზიციას მისცა ისეთი შესაძლებლობა, რომლიც მათ არ გამოიყენეს იმიტომ, რომ იცოდნენ, მათ ტყუილს წერტილი დაესმებოდა. კომისიის ფარგლებში დადგინდა ერთი რამ, რომ დიახ, სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში მივიდნენ ჩვენი მოქალაქეები და გამოხატეს ნება. ამ ნების საწინააღმდეგოდ, მთელი 6 თვის განმავლობაში წავიდა დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი და უწყობდა საბოტაჟს და დესტრუქციას ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაური დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები, რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით.

მისივე თქმით, ოპოზიციას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ ჰქონდა არგუმენტირებული საჩივრები.

„მათ დაიწყეს კომისიისათვის ტალახის სროლა და ჩრდილის მიყენება. ესეც ვერ განახორციელეს იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და სიმართლე არის მწარე.
ამის შემდეგ, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მოითხოვეს კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, იმიტომ, რომ იცოდნენ, კომისია გასცემდა ყველა კითხვას პასუხს და მათი ტყუილი გამოაშკარავდებოდა. დიახ, ეს დღე არის დღეს, როდესაც იურიდიულად დაესვა წერტილი მათ ტყუილს და სიცრუეს", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930