გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თენგიზ კიტოვანი: ციხეში პატრიოტობისთვის ვიჯექი, სოხუმის აღებას ვაპირებდი შევარდნაძემ რომ დამიჭირა

27-07-2021

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სამხედრო საბჭოს ყოფილი წევრისა და ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თენგიზ კიტოვანის განცხადებით, რომელიც გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა, ის ციხეში პატრიოტიზმის გამო იჯდა.


როგორც კიტოვანი აცხადებს, მას აფხაზეთის დაბრუნებაც შეეძლო, შევარდნაძეს რომ არ დაეჭირა.


„ხელისუფლებას აფხაზეთის დაბრუნება არ სურდა. 1995 წელს ეს მართლა შემეძლო. თქვენ არ იცით, მაგრამ მე შეთანხმებული ვიყავი ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო სარდლობასთან, კერძოდ, სარდალ რეუტთან, რომ ისინი დამეხმარებოდნენ და სოხუმს უპრობლემოდ ავიღებდი.


შევარდნაძეს ჩემთვის მადლობა უნდა ეთქვა, მაგრამ ზესტაფონთან ჯარი დამახვედრა, და მე და ჩემი ბიჭები ციხეში ჩაგვსვა.


5 წელი მომახდევინეს პატრიოტობისთვის“ - განაცხადა კიტოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031