27-07-2021
რა პანიკა ატეხეს ე.წ. მთავარ არხზე?! თურმე არა ტელევიზიას, არამედ ტელევიზიასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიას ამოწმებენ. სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებსაც ამოწმებენ“ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციელურ ქსელში.
მისი თქმით, ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ.
“ტელევიზიაც რომ შეამოწმონ, რა პრობლემაა, ან რატომ ეშინიათ, თუ ყველაზე მედასავლეთეები არიან, ყველაფერი ხომ გამჭვირვალედ და სუფთად ექნებათ?! გაიგეს თუ არა გვამოწმებენო, ე.წ. მთავარი არხი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ისე, მთავარი არხი ისაა, რომელსაც მეტი რეიტინგი აქვს და არა ვინც დაირქმევს. ჩაამატეთ სიტყვა "ოპოზიციური" და გამოვა "მთავარი ოპოზიციური არხი", შემოკლებით "ᲛᲝᲐ", თორემ ხომ ხედავთ ხალხმა "გლავკანალი" შეგარქვათ?! რეიტინგში მეორე ადგილსაც ვეღარ ქაჩავთ და "მოა" უფრო შეგეფერებათ“ - წერს ამირან სალუქვაძე.