28-07-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში წერს.
"პირველი ოქრო!
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.