გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

28-07-2021

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება მიულოცეს.

მერმა და დეპუტატმა მზია დანელიას სიგელი და სამკერდე ნიშანი, წარწერით „დამსახურებული მასწავლებელი“ გადასცეს. შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძეც ესწრებოდა.

მზია დანელიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით“ მიენიჭა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ პედაგოგს, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 42-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, მე-3 სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი თაობის მასწავლებლებისთვის მისაბაძ პედაგოგად იქცა. ვულოცავ მზია მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღებას და მას პროფესიულ საქმიანობაში კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მზია მასწავლებლითა და ყველა იმ პედაგოგით, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაში ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930