გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

29-07-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ზემო ვეძისის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ალუბლების, ემზარ სულაქველიძის, ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, დგებუაძის, ინტენსიფიკაციის, ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის, სამრეწველო დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ტაბიძის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, გელოვანის გამზირის, ხუდადოვის, არგვეთის, აჭარის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის, გურამ ასათიანის, მარუაშვილის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, აფხაზეთის, გოგი ზაზიშვილის და სარკინეთის ქუჩების მოსახლეობა.

„თელასის“ ინფორმაციითვე, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930