გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიები საჩივრების ელექტრონულად წარდგენის ახალ პროგრამას გაეცნენ

30-07-2021

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალი ელექტრონული სერვისი დანერგა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე საჩივრების ონლაინ წარდგენას მოიცავს. აღნიშნულ ინიციატივას დღეს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შარაბიძემ გახსნა.

ღონისძიებაზე განიხილეს ელექტრონულად საჩივრის წარდგენის, უფლებამოსილი პარტიების მიერ წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და კომისიების წევრების დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები. ასევე, დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიტატების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ელექტრონული რეგისტრაციების დანერგვის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, პროცედურების გამარტივება საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის და მათთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930