გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია უფუნქციოდ​ დარჩა

1-08-2021

ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ყოფილი პრემიერის პარტიამ „ფუნქცია დაკარგა“.

„მისი პარტია შეიქმნა ერთადერთი მიზნით - რომ დახმარებოდა „ნაცმოძრაობას“ რომ „ქართულ ოცნებას“ 43% ვერ აეღო. იქიდან გამომდინარე, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციოდ და ეს აყენებს მათ მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობებზეც ისაუბრა.

„ყველაფერი დამოკიდებული არა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე, არამედ იმაზე თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პარტიული სპექტრი და პოლიტიკური სისტემა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები მოგვცემს ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ დროს გადავდგათ ეს ნაბიჯი, თუმცა ეს არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. ეს შედეგი შეიძლება იყოს 3%-დან დამთავრებული 63%-მდე. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად წაადგება ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930