გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი ანულირებულია და ეს არის მყარი გადაწყვეტილება

3-08-2021

რეალურად თქვენ იცით, რა იყო ანულირების მიზეზი, მიზეზი იყო ის, რომ 100 დღის მანძილზე ოთხი ბარიერგადალახული პარტია ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს და ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერდა მას. აქედან გამომდინარე ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, მომავალში შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებაზე ხელმოწერას მმართველი გუნდი არ აპირებს.


„რაც შეეხება იმ რეფორმების გაგრძელებას, რომელზეც არის საუბარი მიშელის დოკუმენტში, იგივე სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, გაგრძელდება ყველაფერზე მსჯელობა, ყველაფრის განხილვა, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტზე მიბრუნებას, ეს არის, რა თქმა უნდა, გამორიცხული, ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ ამ დოკუმენტს არ მივუბრუნდებით, არამედ მომავალშიც გამოვრიცხავთ მსგავსი ტიპის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც თუნდაც დროებით ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში დიპლომატიურ კორპუსს მმართველი გუნდიც შეხვდება, თუმცა კონკრეტულად ვინ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

„სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ გაიმართება ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან. დეტალები დაზუსტდება და გვეცოდინება უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930