გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანის მთებში დაკარგული სამი მთამსვლელის ცხედრები 4 თვის შემდეგ იპოვეს

19-05-2018

სამი აზერბაიჯანელი მთამსვლელის – ბაბურ ჰუსეინოვის, ნამინ ბუნიათოვისა და ფარიდ ჯებრაილზადეს – გვამები შაჰდაღის ეროვნული პარკის მთებში იპოვეს. დაკარგულ სპორტსმენებს ოთხი თვის მანძილზე ეძებდნენ.


მათი დაღუპვის მიზეზების დასადგენად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფორმულირებით „მძიმე შედეგების მომტანი გულგრილობა და გაუფრთხილებლობა“ (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი № 314.2).


2017 წლის 23 დეკემბერს ეს სამი ახალგაზრდა ქუბის რაიონში მდებარე შაჰდაღის ეროვნულ პარკში ჩავიდა. მათ მთა თუფანდაღის დალაშქვრა სურდათ.

26 დეკემბერს მათთან კავშირი გაწყდა. დაკარგულებს საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ეძებდნენ. მაგრამ ცხედრები მხოლოდ 2018 წლის 16 მაისს იპოვეს.


დაღუპული მთამსვლელები გაერთიანება Gilavar – Air & Extreme Sports Club-ის წევრები იყვნენ. მწვერვალზე ასვლის ნებართვა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა.


აზერბაიჯანელი ალპინისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ გარდაცვლილ მთამსვლელებს საერთოდ არ უნდა ეცადათ მთაზე ასვლა. ექსპერტების არგუმენტები ორ პუნქტად ყალიბდება:


-დაკარგული მთამსვლელები პროფესიონალი ალპინისტები არ იყვნენ;


-თუფანდაგი ზვავსაშიში ზონაა და ზამთარში ამ ტერიტორიის დალაშქვრა საერთოდ არ შეიძლება.


«ეს მთები საზამთრო ალპინიზმისთვის შეუფერებელი გეოგრაფიული განლაგებით, კლიმატური პირობებითა და რელიეფით გამოირჩევა. ამიტომ ზამთარში ტფანზე [თუფანდაღზე – რედ. შენ] და ბაზარდიუზიუზე არ ადან ხოლმე. ამ მთების კლასიკური მარშრუტები ზამთარში „რუსული რულეტის“ მახასიათებლებს იძენენ», – ასეთ „სტატუსს“ აქვეყნებს „ფეისბუკში“ მესამე თანრიგის ალპინისტი ემილ ჰალილოვი.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930