გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას – თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული

3-08-2021

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცი და ე.წ აღიარების პოლიტიკა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხად.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა.


„ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის 10 წლიანი განვითარების ხედვების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხედვას. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრეს არა, გამოწვევა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ოკუპაცია, რომელიც არის უმთავრესი გამოწვევა. ძალიან ბევრი საუბარი გესმის არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩვენ ჩვენის მხრივ, მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.


ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მოდით, ღიად, გულახდილად ვისაუბროთ. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცი და ე.წ აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას. მე ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების ძალისხმევას, მაგრამ ეს გამოწვევა რჩება დიდ პრობლემად ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930