გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა

3-08-2021

ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


მან კომენტარი გამოკითხვების შედეგად გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მინიჭებულ 9%-ზე გააკეთა.


მისი თქმით, კვლევები IPM-მა ჩაატარა. მდინარაძემ ისაუბრა, თუ რატომ აქვს გახარიას პარტიას კვლევებით 9%.


„წინა წლებთან შედარებით კვლევის შედეგებში განსხვავება არის ის, რომ პროცენტებს გვაკლებდნენ ჩვენ და პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ამატებდნენ. ამ შემთხვევაში დაგვაკლეს ჩვენ, ცოტა დაამატეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას მოუმატეს მეტი. ეს ადასტურებს და ამტკიცებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31