გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

4-08-2021

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.


ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები და ა.შ.


„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა, რაც აუცილებელია კანონმდებლობის სრული დაცვით საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის. შემოგთავაზებთ მრავალ სიახლეს და სერვისს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ამომრჩეველზე ორიენტირებული. აქტიურად ვიმუშავებთ ჩართულ მხარეებთან იმისათვის, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივალთ 2 ოქტომბრამდე იმ განცდით და მოტივაციით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“,-განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.


2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930