გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

5-08-2021

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა ,სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა.


მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა.


„საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის, ასევე, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. საგარეო ეკონომიკური ფაქტორები კვლავ მაღალ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსია შიდა ფაქტორების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ქვეყნის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით ფორმირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან განაცხადა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930