გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6-08-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ),ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, ჯიშკარიანის, ბოგდან ხმელნიცკის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ლიბანის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, შანიძის, ჭედიას და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი ქოშიგორას, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ჯავახეთის და სანაძის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის, ვორონინის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და მანაგაძის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის და სანზონის დასახლების მოსახლეობა, ხოლო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930