9-08-2021
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან-ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ სთხოვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა და აიცრან.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივიშეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს უბრალოდ,არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება და რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამგარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.