გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პიარ-მცდელობა ევროპასთან დასაახლოვებლად 1920 წელს

20-05-2018

მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ევროპელი სოციალისტები ჩამოსულან, რასაც მაშინდელი ქართული პრესა საკმაოდ აქტიურად ეხმაურება.
დამოუკიდებლობის წლებში გამომავალ გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სტუმრებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე გაუჩაღებიათ აგიტაცია საქართველოს სასარგებლოდ და რაც მთავარია, ევროპის დემოკრატიის წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხში ქართველობისთვის დიდი მხარდაჭერა გამოუცხადებიათ:


„გასული წელი აღსანიშნავია სხვათა შორის იმითაც, რომ სექტემბერში გვეწვივნენ ევროპის სოციალისტები, ვინდერ უელდე, ჰიუსმანსი, დებრიუკერი, ინგელსი, ტ. შოუ, მაკდონალდი, ქ-ნ სნოუდენი და სხვ.. მათ მოიარეს თითქმის მთელი საქართველო და საუკეთესო შთაბეჭდილებით წავიდნენ ევროპისკენ. ეს იყო პირველი ნაბიჯი ევროპის დემოკრატიასთან დასაახლოვებლად და უნდა ითქვას, რომ სათანადო ნაყოფიც გამოიღო. ჩვენმა სტუმრებმა სამშობლოში დაბრუნებისას გააჩაღეს აგიტაცია საქართველოს სასარგებლოდ. გააცნეს ჩვენი საკითხი იმ ფართო მასებს, რომელთაც არავითარი წარმოდგენა არა ჰქონდათ საქართველოზე. ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის პრესაში დაიწყო წერილების სერია, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრივ და სოციალურ წყობილებას არკვევდნენ. თანაც სოციალისტები ცდილობენ თავიანთ მთავრობაზე შესაფერისი გავლენა მოახდინონ, რათა აღიარებულ იქნას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ვერავითარი მისიები, ვერავითარი აგიტაცია ჩვენის მხრით ვერ გააკეთებდა იმას, რაც გაკეთდა ხსენებულ სოციალისტების მიერ და იმ თანაგრძნობსათვის, ევროპის დემოკრატიის წარმომადგენლებმა რომ გამოიჩინეს ჩვენი ბედისადმი -ქართველი ხალხი მათ სახელს არ დაივიწყებს“-წერს გაზეთი „სახალხო საქმე“ 1921 წელს. (სტილი დაცულია)



NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930