21-05-2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სარეკლამო ხასიათს ატარებს, საუბარია კულინარულ-გასტრონომიულ ტურიზმზე, რომლებიც ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებით, კულინარული მიზნით მოგზაური გურმანები პოზიტიურ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSPGE გთავაზობთ ამონარიდებს ელინ გლუზეკის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:
ცხადია, გასტრონომიული ტურიზმი, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ჩაისახა, არ ნიშნავს იმას, რომ საქმე მხოლოდ ეროვნული სამზარეულოს საჭმელებს და მათი მირთმევით გამოწვეულ სიამოვნებას ეხება. ამ შემთხვევაში აქცენტი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების კულტურაზეც კეთდება, - წერს ავტორი.
სტატიაში მიმოხილულია როგორც ჩრდილოამერიკული, ასევე ევროპული (პორტუგალია, იტალია), სამხრეთამერიკული (ჩილე, პერუ, კოლუმბია) და სამხრეთაზიური (შრი ლანკა, სინგაპური, ავსტრალია) მარშრუტები.
პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს შესახებაც, რომელსაც ავტორის შეფასებით, მდიდარი კულტურა და აქედან გამომდინარე, განთქმული ეროვნული სამზარეულო აქვს.
„კომპანია Wild Frontiers სპეციალიზებულია გურმანებისთვის ერთობ ავანტიურულ მიმართულებებზე, მაგალითად, საქართველოში. დაგეგმილია 9-დღიანი მოგზაურობა ამ ქვეყანაში 26 სექტემბრიდან, რომელსაც კულინარული მიმომხილველი კარლა კაპალბო უხელმძღვანელებს. ტურისტები თბილისიდან გაემგზავრებიან კახეთში - კავკასიის მთების ძირში მდებარე მეღვინეობის მხარეში. მარშრუტი ითვალისწინებს სადილს - ადგილობრივ სასტუმრო სახლებში მომზადებულ საჭმელების დაგემოვნებას (ფასები - დაახლოებით 3,625 დოლარი)“-ნათქვამია სტატიაში.