გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კენან ომაროვი: მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ

10-08-2021

მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მაშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ - განაცხადა „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა კენან ომაროვმა წარდგენაზე.


კენან ომაროვმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის. „ეს ჩემთვის, დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. მარნეული ჩემი, მშობლიური მუნიციპალიტეტია, აქ დავიბადე, გავიზარდე, განათლების მიღებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, დღემდე ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ, მშრომელ და პატრიოტ ხალხს ვემსახურები. მარნეული, ცნობილია მშრომელი ხალხით, ამიტომაც, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის მქონე ადამიანები, ერთმანეთს პატივს სცემენ, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და საქმიანობენ. მარნეულს სჭირდება განვითარების სწორი ხედვა, შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და როგორც არსებული გამოწვევების, ისე მათი გადაჭრის გზების მცოდნე ადამიანი. 6 თვეა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარ და ყველა იმ პრობლემას გავეცანი, რაც მარნეულელებს აწუხებთ. ეს დრო მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ სრულყოფილად გავცნობოდი სამომავლო პროექტებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებისა და თუ სხვა მიმართულებით არის დაგეგმილი.


დარწმუნებული ვარ, მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მანდობენ ქალაქის მართვას, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მაშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ. რაც მთავარია, თქვენ ირჩევთ „ქართული ოცნების“, ანუ იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დასახა, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ მხარდაჭერისა და თანადგომისკენ, რადგან ამ მუნიციპალიტეტის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენ აუცილებლად ღირსეულად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა კენან ომაროვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930