გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ ადამიანებს რეგისტრაციაში დაეხმარონ

10-08-2021

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით და ჩვენს უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს გმირ ექიმებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას.


თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ამ ფონზე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.


ასევე მივესალმებით „ცესკოს" მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე „კოვიდუსაფრთხო" სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია.


პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.


გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ.


დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს.


მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო", მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031