გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისსა და ქუთაისში გაიმართება

11-08-2021

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 16 და 17 აგვისტოს გაიმართება. კომისიის წევრები, საზოგადოებას, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 16 აგვისტოს, 13.00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 17 აგვისტოს, 12.00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გააცნობენ.

კონსტიტუციური კანონპროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. ორ პუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი „ქართული ოცნების", „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლელოს", „მოქალაქეების" და „გირჩის" წარმომადგენლებმა მოაწერეს. ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930