გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

11-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

მისამართზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

საცხოვრებელი კორპუსიდან დროულად მოხერხდა მოსახლეობის გამოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031