გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: შემთხვევით არაა, რომ ბიზნესი გახსნისთანავე აგვყვა ტემპში, სტაბილურობის განცდა გაუჩნდა და ბიზნესის გასაფართოებლად დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს, რისი შედეგიც მაღალი ეკონომიკური ზრდაა

11-08-2021

შემთხვევით არ არის, რომ ბიზნესი გახსნისთანავე აგვყვა ტემპში, დაიჯერა პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ყველას, საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს, რისი შედეგიც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.


„შემთხვევით არ არის ის, რომ ბიზნესი აგვყვა ასეთ ტემპში გახსნისთანავე. ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეს შეზღუდვები, ბიზნესმა დაიჯერა ეს პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა, რაც მე აღვნიშნე, გაუჩნდა ყველას- თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესს, საწარმოს და მოახდინეს ძალიან დიდი თანხების ინვესტირება საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. სწორედ ამის შედეგია ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მინდა, რომ ვისარგებლო შემთხვევით და გესაუბროთ თქვენ, მოსახლეობას, რომ ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რას ვაკეთებთ, რას ვგეგმავთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალინდელ დღეს. ხვალინდელი დღე უნდა იყოს იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი დღე. ამ სულისკვეთებით უნდა ვიმუშაოთ 24 საათის განმავლობაში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930