გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია საბაძე: ჩვენ გვჭირდება განვითარების სწორი ხედვა, რეალური სტრატეგია, გამოცდილება და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი; ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც თითოეულ პირობას აკმაყოფილებს

11-08-2021

„წალკაში ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაზე, მუნიციპალიტეტზე და რაც მთავარია, ერთმანეთზე შეყვარებული მშრომელი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება. აქ ყოველდღიურად მტკიცდება ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტოლერანტობის ტრადიცია, რაც პირადად მე, როგორც ამ კუთხის შვილს, უდიდესი სიამაყით მავსებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნებას“.


„დამერწმუნეთ, მართლაც ამაღელვებელია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, მშობლიურ მუნიციპალიტეტში წარმოადგენდე შენს გუნდს და საკუთარ ხალხთან ერთად წალკის უფრო მეტად განვითარებაზე ზრუნავდე. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება აქაურობას უკავშირდება. აქ დავიბადე, გავიზარდე, დავიწყე ჩემი ქვეყნის სამსახური და დღემდე ასე გრძელდება. ზუსტად ვიცი, რა უჭირს აქ მცხოვრებ ხალხს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ძალიან ბევრი მიფიქრია, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა. წალკაში ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაზე, მუნიციპალიტეტზე და რაც მთავარია, ერთმანეთზე შეყვარებული მშრომელი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება. აქ ყოველდღიურად მტკიცდება ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტოლერანტობის ტრადიცია, რაც პირადად მე, როგორც ამ კუთხის შვილს, უდიდესი სიამაყით მავსებს. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარების სწორი ხედვა, რეალური სტრატეგია, გამოცდილება და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც თითოეულ პირობას აკმაყოფილებს. უკვე 30 წელია, ჩემი მუნიციპალიტეტის სამსახურში ვდგავარ. მქონდა პატივი უამრავი სხვადასხვა, მათ შორის, მერობის პოზიციიდან ვიყავი ჩემი ხალხის სამსახურში. ზუსტად ვიცი, რომ აუცილებელია დაწყებული საქმე გაგრძელდეს. აქ მცხოვრები ხალხის ჩართულობით, ცენტრალური ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობითა და მუნიციპალიტეტის ინტერესებზე მორგებული ხედვით შევძლებთ რომ გამარჯვების შემდეგ განახლებული ენერგიით შევუდგეთ დაწყებულ საქმეს და ჩაფიქრებული გეგმები განვახორციელოთ. თქვენი იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ნუგზარ ჩამურლიევი, ჯემალ ნაკაიძე, ბადრი ხოზრევანიძე, ავთანდილ ვანაძე, ვუსალ უზუნალოვი, რადიკ სარქისიანი, ლევონ მარკოსიანი, ლაერთ ტოროსიანი, ოთარ ვანაძე, გოჩა ხაჩატურიანი“ - განაცხადა ილია საბაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930