გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარელში გაჩენილი ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

12-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში, წიწკანაანთსერის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.


შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება დროულად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს დროში სოფლის მიმართულებით გავიდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ტყეში იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. ხანძრის კერამდე მისასვლელი სამანქანო გზის არარსებობის გამო, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს რთულ რელიეფზე ფეხით გადაადგილება და ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება მოუწიათ.


წიწკანაანთსერის მიმდებარედ ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები გუშინ დაღამებამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.


დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე სოფლის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი ჯგუფები. ადგილზე ხდება მაღალი წარმადობის წყლის საქაჩი ტუმბოების ("Rosenbauer Fox4") მობილიზება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრზე წყლის მიწოდება. ამ დროისთვის ტყეში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და ხანძარი ლოკალიზებულია.


წიწკანაანთსერის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს საფრენი აპარატი დრონის საშუალებით. მობილიზებულია ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა. მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930