12-08-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ხობში, მცხეთის რაიონსა და დაბა ჩაქვში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 84.14 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.