გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გავუზრდით ბიუჯეტს, რომ ყველა შენობას, ყველა ქუჩას ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მეტი სკოლა და საბავშვო ბაღი ავაშენოთ და მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ

14-08-2021

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რომელიც არის გარანტი ყველა სიკეთის, ყველა იმ კეთილდღეობის, რომელიც მშვიდობამ და სტაბილურობამ უნდა მოიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე განაცხადა.


როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამ სანამ თითოეული ოჯახი წელში არ გასწორდება, ხელისუფლება ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.


„ახლა რაც შეეხება ახმეტას და მოახლოებულ არჩევნებს - ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რომელიც არის გარანტი ყველა სიკეთის, ყველა იმ კეთილდღეობის, რომელიც მშვიდობამ და სტაბილურობამ უნდა მოიტანოს. ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიამ, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ბევრი შეცდომებიც დავუშვით, ბევრი გამოუსწორებელი, ფატალური შეცდომებიც, რის შედეგადაც დავკარგეთ ტერიტორიებიც. იყო შიდა ომიც, სამოქალაქო დაპირისპირებაც. ეს ყველაფერი წასულს ჩავაბარეთ. აღარასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ მსგავსი რამ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი ოპონენტი, მტერი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე და სიდუხჭირე. მანამ სანამ თითოეული ოჯახი წელში არ გასწორდება, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს.


თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება - ჩვენ მერებს ვარჩევთ განსაკუთრებული ყურადღებით. მერი და ყველა ხელისუფალი უნდა ემსახურებოდეს ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალის არჩეულები, ხალხის დანიშნულები და მსახურები, გარკვეული ვადით. შესაბამისად, მერისადმი ჩვენი დავალება იქნება მაქსიმალური ყურადღება. მერი უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში, თითოეულ სოფელში. ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს თითოეული პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ ოჯახს შეილება ჰქონდეს. ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გავუზრდით ბიუჯეტს, წამოვა დამატებითი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრამა დავაფინანსოთ. ყველა შენობას, ყველა ქუჩას უნდა ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მეტი სკოლა და საბავშვო ბაღები ავაშენოთ დაა მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ", - განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930