გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯონდო მდივნიშვილი: მერობა ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ეს არის შესაძლებლობა, ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს

14-08-2021

„მერობა ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ეს არის შესაძლებლობა, ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს. მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ერთად, ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და დასვენებისთვის - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა წარდგენაზე.


მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.


„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველა პრობლემა და გამოწვევა, რომელიც მოსახლეობის და ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა, მოვაგვარეთ. სწორედ ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ ერთად, ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი იყოს საუკეთესო ადგილი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ მერობა ან რომელიმე თანამდებობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ეს არის რეალურად შესაძლებლობა ემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს და საყვარელ ხალხს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ არა მხოლოდ ჩვენ, გაიმარჯვებს ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი საყვარელი კუთხე, ლაგოდეხი გაიმარჯვებს, თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს“- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მერობის კანდიდატმა ლაგოდეხის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


„მინდა წარმოგიდგინოთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ვლადიმერ ალიბეგაშვილი, ვახტანგ ჭიპაშვილი, ბესარიონ შუბითიძე, სიმონ კვერნაძე, დავით ღონღაძე, ლუკა მუმლაძე, ვუგარ აგამედოვი, ალექსადრე ბაინდურაშვილი, გია გაფრინდაშვილი, ხვიჩა ყაველაშვილი. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თქვენ, ჩემო მეგობრებო“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930