გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი ზაუტაშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავი ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იქნება

14-08-2021

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო “ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა. მომავალი ჩემი პოზიცია უდიდესი გამოცდა და პასუხისმგებლობაა. ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატმა გივი ზაუტაშვილმა წარდგენაზე.


როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი მომავალი პოზიცია უდიდესი გამოცდა და პასუხისმგებლობაა.


„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო “ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩემს ყვარლელებს. სიმბოლურია, რომ დღევანდელი წარდგენა მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის, ჩვენი დედა ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, წმინდა ილია მართლის კარმიდამოში, ადამიანის რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა დროში აღძრავდა უდიდეს სურვილს მამულის, ენის, სარწმუნოების დაცვისთვის, უანგარო თავდადებული საქმიანობისთვის. ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ბოლო თხუთმეტი წელი ვმუშაობ ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლო ოთხი წელი - ყვარლის მერის მოადგილის თანამდებობაზე. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი მოსახლეობის ძალიან დიდ მხარდაჭერას. ამ პოზიციაზე ყოფნით საშუალება მქონდა აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. გუნდთან ერთად ვმონაწილეობდი ყვარლის საჭიროებების რეალიზებაში. ყვარლის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევა და სირთულე დგას, რომელიც დასაძლევია, სოციალური თუ ეკონომიკური, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის, ინფრასტუქტურის და სხვა მიმართულებით, რისთვისაც დაუღალავი შრომაა საჭირო. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, მერობის კანდიდატად დასახელებისთვის. მომავალი ჩემი პოზიცია უდიდესი გამოცდა და პასუხისმგებლობაა. ჩემი ვალია წვლილი შევიტანო ყვარლის უკეთესი მომავლის განვითარებაში. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რათა ყველა თაობა შევკავშირდეთ და ერთობლივად შევქმნათ ყვარლის ახალი მომავალი. ჩემი დაუზოგავი შრომით შევქმნი ყვარელში ახალ მიმართულებებს, რითიც ყვარელი გახდება უფრო წარმატებული. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი გუნდის თითოეულ წევრს ბატონ როსტომს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ყვარლელებს, იმ დიდი ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მათგან მივიღე. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს, მინდა გამარჯვება ვუსურვო ყვარელს. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყვარელი დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2021 წლის 2 ოქტომბერს და ეს იქნება ყვარლის საუკეთესო მომავალი.

ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდის ყოლა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც შერჩეული არიან საქმის მიმართ კვალიფიციური დამოკიდებულებით: ოთარ ბუჯიაშვილი, ლევან გელაძე, ზურაბ კაპანაძე, კახა ასისტიშვილი, ვლადიმერ გელაძე, დათო ვარადაშვილი, გიორგი ამირხანოვი, კონსტანტინე ცხოვრებაძე, მამუკა ბერიაშვილი“ - განაცხადა გივი ზაუტაშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930