გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: მევენახეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით ახმეტას დიდი პოტენციალი გააჩნია

14-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს მევენახეობის, მეხილეობის, ასევე, მეცხოველობის განვითარების მიმართულებებით. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე განაცხადა.


„ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ვიმსჯელეთ, რომ კონკრეტული დაპირებები გავცეთ და კონკრეტულ დაპირებებზე ვიყოთ პასუხისმგებლები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განვითარების გეგმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის მიმართულებით. ეს არის 10 წლიანი გეგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა არის ხელისუფლების პასუხისმებლობა, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა იყოს შესასრულებული და რა მიზანს უნდა ვაღწევდეთ და, შესაბამისად, ჩვენ ვიყოთ ანგარიშვალდებული თითოეულ თქვენგანთან. ამისთვის ჩვენ ვართ ღია, გახსნილები. ეს გეგმები იყო წარდგენილი მოსახლეობისთვის. ჩვენ გევქნება მეტი კომუნიკაცია არჩევნების პროცესშიც. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება არჩევნების მერეც და ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ დარგებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930