16-08-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ოქროყანის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, მოსკოვის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, ხიზაბავრის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მთაწმინდის, ორთაჭალის, კრწანისის, ალექსანდრე ჯაფარიძის, ვოლსკის, ყიფიანის და მესხის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გოდერძი ჩოხელის, პიმენ ყურაშვილის და ქრისტინე შარაშიძის ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, ნიშნიანიძის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ავშნის, გიორგი გაგილაძის, ცაბაძის და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობა.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ერისთავის ქუჩის მოსახლეობას, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას, 17:30 საათიდან 18:00 საათამდე ვირსალაძის, ჭანტურიას და ათონელის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.