გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: წელს ქობულეთს მართლაც უპრეცედენტო ბიუჯეტი აქვს, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება

17-08-2021

წელს ქობულეთს მართლაც უპრეცედენტო ბიუჯეტი აქვს, რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება როგორც ეკონომიკის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოების კუთხით - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი გუნდი ადგილზე, რომ ეფექტიანად გადაიჭრას ყველა გამოწვევა.


„ჩვენმა გუნდმა და ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ის გამოწვევები, რომელიც აწუხებს ამ მუნიციპალიტეტს და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი გუნდი ადგილზე, რომ ეფექტიანად გადაიჭრას ყველა პრობლემა და გამოწვევა, რომელიც თითოეულ რიგით ქობულეთელს აწუხებს.
ბატონებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფდი პანდემიასთან ბრძოლას, რადგან ეს მართლაც არის ბრძოლა და ომი, სადაც თითოეულ ჩვენგანს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, მოქალაქეების წინაშე, რომ გაუფრთხილდეს მათი ოჯახების, ახლობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.


შემიძლია თამამად და მადლიერებით ვთქვა, რომ პრემიერის დროული და ეფექტური გადაწყვეტილებებით შევძელით, რომ ტურისტული სეზონი შემდგარიყო როგორც აჭარაში, ისე ქობულეთში და მთლიანად მთელს ქვეყანაში. კარგად გვესმის ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ქობულეთის თითოეული ოჯახისთვის ტურისტი, რამდენად მნიშვნელოვანია იმ სეზონის ჩატარება, რომელსაც აქ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად ელოდებიან. მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, სამედიცინო სერვისებზე, რათა არც ერთი ადამიანი არ დაგვრჩეს ყურადღების და სახელმწიფო მზრუნველობის გარეშე.


მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანად ქვეყნის. ამიტომ, რამდენიმე პროექტი, რომელიც დაიგეგმა, არც ერთი არ შეჩერებულა არც ინვესტიციების, არც ინფრასტრუქტურის კუთხით.


წელს ქობულეთს აქვს მართლაც უპრეცედენტო ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება როგორც ეკონომიკის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოების მიზნით. ჩვენ ყველას ერთად გვმართებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მომავალი გუნდი, მომავალი მერი, საკრებულოს „ქართული ოცნების" უმრავლესობა შეძლებს ღირსეულად, კეთილსინდისიერად ემსახუროს ქობულეთელებს. ისტორიულად, როგორც ჩვევია ქობულეთს და ქობულეთელებს, ყოველთვის იყო კონკურენცია, ვის უფრო ძლიერი და დამაჯერებელი გამარჯვება ექნებოდა, ამიტომ, ჩვენ წელს მოველით, რომ გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს, რაც გვქონდა გასულ არჩევნებში, ყველა ერთად გავიმარჯვებთ, რომ გაიმარჯვოს ამ მუნიციპალიტეტმა და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930