გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 მაისს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება

22-05-2018

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პირველად გაიმართება. 
შეხვედრა 24 მაისს შედგება.
აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო პრობლემატიკასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლიდან გამოიკვეთა. ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო პრობლემატიკა და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, ამაზე ვიმსჯელებთ. მე ჩემი მხრიდან ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე იმ მწვავე საკითხებზე განცხადებას, რაც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, ეს იქნება ტატუნაშვილის საქმე, ოთხოზორიას მკვლელობა. ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, თუმცა ვიმეორებ, ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ. არ არის ეს ჩვენი მანდატი, ამაზე ჟენევის ფარგლებში საუბრობენ უფრო საგნობრივად“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930