გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: რუსებს ცა ჰქონდათ გადაკეტილი, ფოთში მალვით, ღუბელ-ღრუბელ ჩავფრინდი და როცა პირდაპირ ეთერში მნახეს, „ბეტეერებს“ მოახტნენ და ჩემ დასაჭერად წამოვიდნენ

19-08-2021

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსებს ხელისუფლების ჩამოშლა და მისი დაჭერა ჰქონდათ მიზნად, თუმცა ის საოკუპაციო ძალებს არ უშინდებოდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არა მხოლოდ უშიშრად შედიოდა, იქიდან პირდაპირ ეთერშიც კი ერთვებოდა.


ამის შესახებ ერთ-ერთი საკუთარი ვერსია სააკაშვილმა ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნის მიწურულს უამბო ხალხს:


„მე კარგად მახსოვს, საოკუპაციო ჯარი იდგა ყველგან, მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვემხნევებინა ხალხი.


მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ღრუბლებში დამალულები იმიტომ, რომ ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ცა იყო გადაკეტილი და ასე ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა ფოთში.


ხმელეთზე გადაადგილებაც შეუძლებელი იყო, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი. ჩავფრინდით და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში. რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, რამდენიმე ბეტეერს მოახტნენ და ჩენ დასაჭერად წამოვიდნენ.


მათ ფოთის შესასვლელთან პოლიციის რაზმი გადაუდგა და უთხრეს, რომ არ გაუშვებდნენ. რუსებს ახლდათ ერთი ქართველი, ჩვეულებრივ, ქართულად მოლაპარაკე. სხვათა შორის, მათ შეიარაღებულ ძალებში რამდენიმე ასეული ქართველი იყო. ისინი ამზადებდნენ ხოლმე მე-5 კოლონას, მე - 11 არმიის პროტოტიპს. და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს - ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ და მხოლოდ ერთი ადამიანი გვაინტერესებსო. პოლიციელმა კი უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი მთელი საქართველოაო“ - გაიხსენა სააკაშვილმა.


P.S. მოგვიანებით, სააკაშვილის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებთან ვერ დააკონკრეტა თარიღი, როდის იყო აგვისტორ ომის დღეებში სააკაშვილი ფოთში ჩასული

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930