12-09-2026
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
როგორც მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი, ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი, არასამთავრობოები, ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდასა და მიგრაციას; შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მართული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“.
„რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა განაცხადა, რომ კანდიდატ ქვეყნებს „ეკრძალებათ“ ურთიერთობა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, ამ მესიჯის ჩაშლა, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით, „დიფ სთეითის“ აგენტურას ბრიუსელის მიღმაც დაევალა. დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:
ჩამოთვლილთაგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფერი არ ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში.
შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
13-05-2026