გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

11-09-2026

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.


სტატიის თანახმად, მილსადენი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ხუთშაბათს დილით მომხდარი თავდასხმებისთანავე გაითიშა.


სამინისტროს მოერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად არიან დაშავებულები, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.


წყაროს ცნობით, თავდასხმის შემდეგ საგანგებო და ტექნიკურმა ჯგუფებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, გაატარეს ზომები მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაიწყეს მისი მდგომარეობის შეფასება. სამუშაოები შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დადგენილი უსაფრთხოების პროცედურებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მიხედვით განხორციელდა.


სამინისტროს განცხადებით, ვითარების განვითარებასთან ერთად, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930