გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა ჩვენთვის პრიორიტეტია

19-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ახლად აშენებულ სკოლას ეწვია. მთავრობის მეთაურმა 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ნასაკირალის ახლად აშენებულ სკოლაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში ახალი სკოლის მშენებლობამ მოსწავლეთა რაოდენობა გაზარდა და ბოლო მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, შეინიშნება მეზობელი სკოლებიდან მოსწავლეთა გადმოსვლის ტენდენციაც.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გურიის სამივე რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბოლო რამდენიმე წელიწადში რეგიონში 9 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო 6 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930