გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ მეუღლისა და მისი მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

22-05-2018



თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

 

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111 -120-ე მუხლით და 111 -151-ე მუხლის  პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს, შემდეგ კი ანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით  დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს, რის შედეგადაც მათ  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. 

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ), 111 -120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111 -151-ე მუხლის  პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930