გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

20-08-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

 

21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031