გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის უმსხვილესი მედიასაშუალებების წარმომადგნელებს მასპინძლობს

22-08-2021

პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედიის 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება.

„პოლონეთი ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებას. მიუხედავად კოვიდ-პანდემიისაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადები მზარდია პოლონეთიდან და არა მხოლოდ. ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ავიამიმოსვლების კუთხით პოლონეთთან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვასრულებთ 4 ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი კოვიდ-რეგულაციებით შემოვიყვანოთ მეტი პოლონელი ტურისტი ქვეყანაში უსაფრთხოდ და ფრთხილად. ამავდროულად ჩვენ ჩამოვიყვანეთ ძალიან ცნობილი ჟურნალისტები, ტელეწამყვანები, მათ შორის როგორიც არის National Geographic. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, უსაფრთხო პოზიციონირებას, სტუმართმასპინძლობის წინ წამოწევას, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და რაღა თქმა უნდა, ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან არამხოლოდ პოლონელი, არამედ სხვა ტურისტებიც. „-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.


პრეს-ტურის ფარგლებში პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი და ქუთაისი დაათვალიერეს, მოინახულეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი. ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდნენ და გაეცნენ ქართული ღვინის მომზადების ტრადიციებს, ასევე დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. ტურის განმავლობაში პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ათობით სიუჟეტს, სტატიასა და ბლოგს მოამზადებენ, რომელსაც პოლონეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტულ რეკლამირებას პოლონეთში და მოგზაურთა დაინტერესებას.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პოლონეთიდან სხვადასხვა მედიასაშუალებების 11 წარმომადგენელი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ამზადებენ სტატიებს, ბლოგებს, რეპორტაჟებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების, ასევე კულტურული და ღვინის ტურიზმის შესახებ. ერთ-ერთ გამოცემას 21 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს არის ძალიან დიდი აუდიტორია და გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


5 დღიან ტურში National Geographic traveler-ის, Wirtualna Polska-ს, Onet-ის, Poland Daily and Republika-ს, fly4free-ის, Kaleidoscope Magazine-ის, ElleMan-ის, kobieta.pl-ისა და Rzeczpospolita-ს ჟურნალისტები და ოპერატორები მონაწილეობენ.

გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავთ.

მხოლოდ Wirtualna Polska-ს ონლაინში 21,6 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. Kaleidoscope კი პოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია LOT-ის საბორტე ჟურნალია.


„მოხარული ვარ, რომ საქართველში უკვე დავგეგმე ჩემი მეოთხე ვიზიტი, ვაპირებ ნოემბერში მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას. აქ სტუმართმოყვარე ხალხია და ჩვენ ვგრძნობთ ამ მასპინძლობას, ამ სითბოს. საქართველოს შესახებ პოლონეთში ხშირად ვსაუბრობთ. ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მიზეზით და იმ მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს, პოლონეთში საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანამოქალაქე ესტუმრება საქართველოს. ნიღბების სწორად გამოყენება, დისტანციის დაცვა, რასაც საქართველოში ყველა ადგილზე, ყველა სასტუმროში, ყველა ობიექტზე ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, ეს ზომები ჩვენ საშუალებას მოგცემს პანდემიის შემდეგაც გავაგრძელოთ მოგზაურობა საქართველოში. „-აცხადებს პრეს-ტურის მონაწილე პოლონელი ჟურნალისტი იაკუბ პანეკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930