გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგი პრეზიდენტი ინტელექტუალი, განათლებული იქნება

23-05-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აჟღერებინებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, არ შეიძლება, პრეზიდენტი ასეთ როლში იყოს.

"ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.

"რაც შეეხება გამარჯვებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა რამდენიმე არჩევანი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება, მისი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ამომრჩეველზე, ყველას აქვს თავისი არჩევანი და ჩვენ თითოეული ამომრჩევლის არჩევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა, გამოჩნდა ის, რომ ქართული საზოგადოება დგას "ქართულ ოცნებასთან" და ის ახდენს იმ კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ჩამოყალიბებული "ქართული ოცნების" მიერ",-განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930