გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

24-08-2021

შეგახსენებთ, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

„როგორც ცნობილია, სრულად შეზღუდულია ფესტივალები, გასართობი და კულტურული ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

შეგახსენებთ, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930