24-08-2021
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დღემდე საქართველოდან 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).